ტაილანდი

ტაილანდის მეფემ ცოლად პირადი დაცვის უფროსი მოიყვანა

EPA

ტაილანდის მეფემ, მაჰა ვაჩირალონგკორნმა ცოლად საკუთარი პირადი დაცვის უფროსი, გენერალი სუთჰიდა მოიყვანა. ის ქვეყნის დედოფალი გახდება და სამეფო სტატუსი მიენიჭება.

აქამდე 66 წლის მონარქი სამჯერ დაქორწინა, თუმცა სამივე ცოლს დაშორდა. მას 7 შვილი ჰყავს.

სუთჰიდა ტაილანდის ავიახაზების ბორტგამცილებელი იყო. მაჰა ვაჩირალონგკორნმა ის პირადი დაცვის უფროსის თანაშემწედ 2014 წელს დანიშნა, ხოლო 2016 წელს გენერლის ტიტული მიანიჭა. სუთჰიდა რამდენიმე წელია მეფის პარტნიორია და მასთან ერთად საჯაროდ ხშირად ჩნდება, თუმცა სამეფო ოჯახს მათი ურთიერთობა ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუდასტურებია.


ფოტო: Reuters

კომენტარები