ე.წ კობახიძის კანონპროექტი

ფოფხაძე "ოცნებას": ზონდერ მოსამართლეების გამო 1 ოქტომბრისთვის განაჩენი გამოგაქვთ

მგონია რომ ბოლო შანსი პარლამენტისთვის იყო ამ კვირაში, რაღაცნაირად გამოსულიყო იმ ვითარებიდან რაშიც ჩვენ ყველა აღმოვჩნდით, თქვენ შეგნებულად გაქვთ უკვე გააზრებული, რომ ამ შანსის გამოყენებას არ აპირებთ. ჩემთვის ნათელია რომ ხდება გარკვეული შეკვეთის შესრულება და ამის იქით რაიმე სხვა მოტივაციაზე საუბარი ალბათ ზედმეტია. ძალიან არასწორი მორალური არჩევანი კეთდება დღეს, იმ ადამიანების ინტერესების უპირობო შესრულებისათვის, რომლებმაც სამართლებრივად უზრუნველყვეს სააკაშვილის რეჟიმის არსებობა 9 წლის განმავლობაში და დრეს ჩამოყალიბდა, როგორც კლანი სასამართლოში და ჩვენი მომავლისთვის წარმოადგენს საფრთხეს. გაქვთ ერთი შანსი, დააბრუნოთ მეორე მოსმენაზე კანონპროექტი და შეეცადოთ მაინც, გაითვალისწინოთ რაღაც რეკომენდაციები, რომ ეს მთლიანად საზოგადოების, საერთაშორისო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის, პროფესიული სექტორის გამოწვევა არ გახდეს. ამ შანსის არ გამოყენება, მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ხარაკირია. ადამიანურად გული მტკივა, რომ ყველაფერი, რისთვისაც ვიბრძოდით, ე.ი. პირველი ოქტომბერი მთავრდება. პირველი ოქტომბრისთვის და ადამიანებისთვის, ვინც ამ ბრძოლაში მონაწილეობდა, განაჩენი გამოგაქვთ იმის გამო, რომ სიამოვნება მიანიჭოთ და შეუსრულოთ შეკვეთა ზონდერ მოსამართლეებს

ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას მიმართა. საქართველოს პარლამენტმა ე.წ კობახიძის კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 - წინააღმდეგ წავიდა.

კომენტარები