Steelhouse

კომპანია დასაქმებულებს დასასვენებლად წასვლისთვის ყოველ წელს 2000 დოლარს აძლევს

Travelchannel.com

სარეკლამო კომპანია Steelhouse თავის დასაქმებულებს ყოველ წელიწადს 2000 დოლარს აძლევს, რათა მათ სადაც უნდათ იქ დაისვენონ.

კომპანიის CEO-ს მარკ დუგლასის თქმით, ეს ადამიანების პროდუქტიულობას ზრდის.

”თუ შენ მონობაში მყოფ ლომს გალიაში დაატყვევებ და შემდეგ გალიას გახსნი, ლომი თავისუფლად სირბილს არ დაიწყებს, მას გალიაში დაბრუნება მოუნდება. როდესაც პირველად ვუთხარით ხალხს, რომ ულიმიტო შვებულება ჰქონდათ, ისინი ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა”, - თქვა მარკ დუგლასმა.

სარეკლამო კომპანია 2010 წელს დაარსდა, 2011 წელს კი გადაწყვიტეს რომ ადამიანებისთვის დასასვენებლად წასვლისას ფული გადაეხადათ.

დასაქმებულები ნაწილი ხშირად ითხოვს, რომ მათ 2000 დოლარი ისე, დასასვნებლად წასვლის გარეშე მისცენ, თუმცა მარკ დუგლასის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია სად დახარჯავენ ამ ფულს.

მარკ დუგლასის თქმით ამ პრაქტიკამ შედეგი გამოიღო, რადგან ბოლო სამი წლის განმავლობაში 250 ადამიანიდან მხოლოდ 5-მა დატოვა კომპანია, დარჩენილები კი მეტად პროდუქტიულები გახდნენ.

“ჩვენი კულტურა მარტივია - ის ნდობასა და ამბიციაზე არის დაფუძნებული”, - თქვა მარკ დუგლასმა.

კომენტარები