აშშ

დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილება იგეგმება

დონალდ ტრამპი
CNN

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ საიმიგრაციო პოლიტიკაში თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით ცვილებები იგეგმება.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნისა და გენერალური პროკურორისათვის გაგზავნილ მემორანდუმში ნათქვამია, რომ ცვლილებების მიზანს საზღვარზე შექმნილი სიტუაციის დარეგულირება წარმოადგენს. ცვლილებებს შორის არის თავშესაფრის მაძიებელთა აპლიკაციებზე სასამართლო გადაწყვეტილების 180 დღეში გამოტანა, თავშესაფრის მაძიებელთა აპლიკაციასა და აშშ-ში მუშაობის უფლების ნებართვაზე გადასახადის შემოღება და იმ მიგრანტების დაბლოკვა, ვინც აშშ-ში არალეგალურად შევიდნენ არ შესვლა სცადეს სამუშაო ნებართვის იმაზე ადრე მიღებით, ვიდრე მათ თავშესაფარს მიანიჭებდნენ. ასევე აღნიშნულია, რომ მათ, ვისაც თავშესაფრის მინიჭებაზე უარი ეთქვათ ან დეპორტაცია ემუქრებათ მუშაობის უფლება უნდა ჩამოერთვათ.

გენერალურმა პროკურორმა და შიდა უსაფრთხოების სამსახურმა მემორანდუმზე გადაწყვეტილება 90 დღეში უნდა მიიღონ.

ტრამპის თქმით მიგრანტები საიმიგრაციო სისტემაში არსებული ხარვეზებით ბოროტად სარგებლობენ.

"მემორანდუმის მიზანია გააძლიეროს თავშესაფრის მაძიებელთა პროცედურები და დაიცვას ჩვენი სისტემა თავშესაფრის მიღების პროცესში არსებული დარღვევებისაგან." ნათქვამია მემორანდუმში.

ასევე ნახსენებია პრეზიდენტის მიერ საზღვარზე არსებული სიტუაციის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, რამაც დონალდ ტრამპს საშუალება მისცა კონგრესის გვერდის ავლით სასაზღვრო კედლის მშენებლობისათვის თანხები მოეძიებინა.

"საგანგებო მდგომარეობა კიდევ უფრო საგანგაშო ხდება." ნათქვამია მემორანდუმში.

სასაზრვრო დაცვის სამსახურის მონაცემებით მხოლოდ მარტში აშშ-ში სამხრეთ საზღვრიდან არალეგალურად შესვლისათვის 92,000-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი დააკავეს. გასული წლის მარტში ეს რიცხვი 37,390 იყო. მათი უმეტესობა თავშესაფრის მაძიებელი ოჯახები არიან.

კომენტარები