აღდგომა

ბახტაძე: პატრიარქმა ეპისტოლეში ყურადღება იმ ყველაფერზე გაამახვილა, რაც ძალიან სჭირდება ერს

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

"დღეს პატრიარქმა თავის ეპისტოლეში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სამშობლოს სიყვარულზე, ურთიერთშენდობაზე, პატრიოტიზმზე - ყველაფერზე იმაზე, რაც ასე ძალინ სჭირდება ქართველ ერს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სააღდგომო ლიტურგიის დასრულების შემდეგ თქვა.

ბახტაძემ მოსახლეობას და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

"ყველა ქრისტიანს, ყველა მართლმადიდებელს, ჩვენი სამშობლოს ყველა მოქალაქეს მინდა მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ვუსურვო სიყვარული, ბედნიერება, ურთიერთთანადგომა და ყველაფერი საუკეთესო", - თქვა მან.

პრემიერი სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმსახურებთან ერთად ჩაატარა. 

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს ნახვა შეგიძლიათ აქ

კომენტარები