ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ლევან ჯიბღაშვილის საქმე

ლევან ჯიბღაშვილი შს მინისტრის მოადგილესთან და საპატრულო პოლიციის უფროსთან ერთად (ფოტოები)

სამშაბათი, 23 აპრილი, 2019 - 23:49
tbl.ge/3n5o
დაკოპირდა
ლევან ჯიბღაშვილი და შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე
საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე ლევან ჯიბღაშვილის დაბადების დღის წვეულებაზე
ლევან ჯიბღაშვილი ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატ ალექსანდრე თამაზაშვილთან ერთად

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აღკვეთის ღონისძიებად არასაპატიმრო ღონისძიება პროკურატურამ მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ ლევან ჯიბღაშვილს Facebook-ზე ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად გადაღებული ფოტოები აქვს გამოქვეყნებული - შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე, საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე, ქართული ოცნების დეპუტატი დავით სონღულაშვილი, ასევე ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი გასულ წელს ჯიბღაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე იმყოფებოდნენ.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის I და III ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედება (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა). ბრალდება 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკები იპოვეს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ეკუთვნის. მისივე თქმით, ლევან ჯიბღაშვილი ბრალდებას აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

დიდი ოდენობით ნარკოტიკის ფლობაში ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების გამო, პოლიტიკურმა ორგანიზაცია გირჩმა შსს-ს, პროკურატურას და სასამართლოს კითხვებით მიმართა. მათი თქმით, უნდა გამოირიცხოს შერჩევითი სამართლიანობის საფუძვლიანი ეჭვი.

გირჩის განცხადებით:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გვაინტერესებს, რა ოდენობის და რა სახის ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული?
  • პროკურატურისგან გვაინტერესებს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო (260-ე მუხლი) ბრალდებული პირების წინააღმდეგ რამდენჯერ იყო მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?
  • სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ჯგუფის იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის, რამდენ პირს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?
  • სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ან ნაკლები ოდენობის იგივე ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის რამდენ ადამიანს მიესაჯა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პატიმრობა?
  • სასჯელაღსრულების სამინისტროსგან გვაინტერესებს, რამდენი ადამიანი იხდის დღეს სასჯელს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის?

აქვე შეგახსენებთ, რომ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 22 აპრილს, დაკავებისას, ლევან ჯიბღაშვილი ითხოვდა - "სასწრაფოდ დაურეკეთ კალაძეს". 23 აპრილს TV პირველის ჟურნალისტმა კალაძეს ჰკითხა, რა ურთიერთობა აკავშირებს მსახიობთან. თუმცა, თბილისის მერმა თქვა, რომ ჟურნალისტი მოუმზადებელია.

"დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებულები. კარგად მოემზადეთ და მერე დამისვით კითხვა",- თქვა კალაძემ. 

ლევან ჯიბღაშვილის საქმელევან ჯიბღაშვილის დაკავებალევან ჯიბღაშვილითეიმურაზ კუპატაძეკახაბერ საბანაძეშსსგირჩი

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 4 ივნისი, 2019 - 17:14ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლოზე მტკიცებულებად მონასტრიდან ცნობაც წარადგინა
  • ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2019 - 21:38ლევან ჯიბღაშვილი: ცნობილი ადამიანი ვარ, ცხოვრებისეულად ფართო შეხება მაქვს ადამიანებთან
  • ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2019 - 21:19ლევან ჯიბღაშვილი: ჩემამდე და ჩემ მერეც ძალიან ბევრი ადამიანი გაათავისუფლეს იგივე თანხით
  • ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2019 - 16:05მეზვრიშვილი: ჩვენთვის ბატონი ჯიბღაშვილი არის ჩვეულებრივი ბრალდებული
  • ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2019 - 15:08POG: როცა საქმე ნარკოტიკის გასაღებას არ ეხება და ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, გირაოს ვითხოვთ

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:25

ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საერთაშორისო სამართალს ხაზი გადაუსვა - პაპუაშვილი
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:20

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საერთაშორისო სამართალს ხაზი გადაუსვა - პაპუაშვილი

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:05

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს

პაპუაშვილი: რეზოლუციამ გაგვიჩინა კითხვა, რამდენად იქნება ეუთო მტკიცე ზეწოლის წინააღმდეგ
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:05

პაპუაშვილი: რეზოლუციამ გაგვიჩინა კითხვა, რამდენად იქნება ეუთო მტკიცე ზეწოლის წინააღმდეგ

EU ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ სომხეთის გასაძლიერებლად მისიას იწყებს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 14:26

EU ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ სომხეთის გასაძლიერებლად მისიას იწყებს

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2რუსეთის ინტერესების სექცია: ქართველი მოსწავლეები ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობდნენ
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5"მონანიების არქონით, ელისაშვილმა ვერ დაიმსახურა მინიმუმი სასჯელი" - პროკურორი

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕