საპენსიო რეფორმაა

ფინანსთა მინისტრი: საპენსიო რეფორმა ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის

საპენსიო რეფორმა ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ქვეყანაში არსებული საპენსიო სისტემის პრობლემები. ამგვარ გამოწვევებზე საპასუხოდ ყველაზე საუკეთესო, რაც მსოფლიოში გამოიგონეს,არის მრავალსვეტიანი საპენსიო სისტემა. სწორედ ეს არის ის, საითკენაც უნდა წავიდეთ ჩვენც. ბუნებრივია, ეს სისტემა გულისხმობს არსებული საბაზისო, უნივერსალური სვეტის შენარჩუნებასა და მნიშვნელოვნად გაძლიერებას. მრავალსვეტიანი სისტემის მთავარი მიზანი იყო და არის, ფისკალურად მდგრადი სისტემისშექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების ღირსეულ საპენსიო შემოსავლებს. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ასევე, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ საპენსიო რეფორმა გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკას გაზრდის 4 პროცენტით, ხოლო მიმდინარე ანგარიშს გააუმჯობესებს 2 პროცენტული პუნქტით. 

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე

კომენტარები