გახარია ყავაზე

ჩემი მოდუღებული ყავა უნდა დალიოს და კითხვებს უპასუხოს - ხოშტარია გახარიას ყავაზე ეპატიჟება

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია შს მინისტრ გიორგი გახარიას საკუთარი ხელით მოდუღებულ ყავაზე ეპატიჟება.

გუშინ გიორგი გახარიამ მის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით თქვა, რომ "თუ ევროპული საქართველოს რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები."

ხოშტარია მინისტრს ორ პირობას უყენებს, რომ დალიოს მისი ხელით მომზადებული ყავა და ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს. 

"დღეს შს მინისტრთან არის ძალიან სერიოზული კითხვები და მას მოუწევს ,ძალიან სერიოზული პასუხების გაცემა. თუ მას აშინებს კომიტეტის კედლები, თუ მას აშინებს კომიტეტში და პარლამენტში მოსვლა მას, მინდა შევთავაზო ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას, მობრძანდეს და გასცეს ყველა ამ კითხვას პასუხი. გიორგი გახარიამ ნებისმიერი ადგილი და დრო დაასახელოს, ერთადერთი ჩემი პირობაა, ჩემი ხელით მოდუღებული ყავა უნდა დალიოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი," - ამბობს ხოშტარია. 

გიორგი გახარიამ ამ განცხადებით გიგა ბოკერიას უპასუხა, რომელმაც გუშინ პანკისის ინციდენტთან დაკავშირებით თქვა, რომ გახარია და ეკონომიკის ახალი მინისტრი, ნათია თურნავა პარლამენტში უნდა მივიდნენ და კითხვებს პასუხი გასცენ. 

კომენტარები