აფეთქებები შრი-ლანკაში

მალხაზ სონღულაშვილი: სიძულვილისგან არსად არავინ არა ვართ დაცული

შრი-ლანკაში ტრაგედია იმ დროს დატრიალდა, როცა სამივე აბრაამული რელიგიისათვის მნიშვნელოვანი პერიოდი იყო: წინა ღამეს, მუსლიმები "ლაილათ ალ-ბარა’ათ"-ს აღნიშანავდნენ (ეს არის ღემისთევით ლოცვა). დასავლური კალენდრის ქრისტიანები - რომის კათოლიკეები, ანგლიკანები და პროტესტანტები - აღდგომას ზეიმობდნენ, ხოლო ებრაელები პასექის დღესასწაულს.

აფეთქებილია სასტუმროები და ეკლესიები. დაღუპულია 290 ადამიანი, დაშავებულია 500-ზე მეტი.

ასე მოხშირებული ტერორისტული თავდასხმები სხვაგან კიდევ ერთხელ გვახსენებს, ჯერ კიდევ გრძელი გზა გავაქვს გასავლელი, ვიდრე ჩვენი ცივილიზაცია ჯეროვნად დააფასებს ადამიანის ღირსებასა და სიცოცხლის ხელშეუხებლობას. ახლა კი ის უნდა ვიცოდეთ, რომ არავინ არსად დაცულები არა ვართ მსგავსი ძალადობისაგან. რელიგიური და სხვა ნიშნით ძალადობა ხდება ყველგან: იქნება ეს ქრისტიანული ახალი ზელანდია, ბუდისტურ შრი ლანკა თუ მუსლიმური ერაყი.

უფალმა ნათელში ამყოფოს ყველა სიძულვილის მსხვერპლი შრი-ლანკაში და ანუგეშოს ჩვენი რომის კეთოლიკე და სხვა რელიგიების აღმსარებელი დები და ძმები, რომლებიც სიძულვილის სამიზნეებად იქცნენ შრი ლანკაში. ჩვენ ყველგან გვჭირდება მტრობისა და სიძულვილის კედლების მოშლა.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, თბილელი მიტროპოლიტ მალხაზ სონღულაშვილი შრი-ლანკაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. შრი-ლანკაში აფეთქება სამ ეკლესიასა და სამ სასტუმროში მოხდა. აფეთქებების დროს ეკლესიებში აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ამის შემდეგ კიდევ ორი აფეთქება მოხდა. ერთი ზოოპარკთან, ხოლო ერთი პოლიციის რეიდისას, რასაც 3 ოფიცერი ემსხვერპლა. გამომძიებლის თქმით, 21 აპრილის აფეთქებები შვიდმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა. დაშავებულია 500-მდე ადამიანი. დაღუპულთა შორის 36 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

კომენტარები