აფეთქებები შრი-ლანკაში

შრი ლანკაში 3 ეკლესიისა და 3 სასტუმროს აფეთქების შედეგად 138 ადამიანი დაიღუპა, 560 დაშავდა

შრი ლანკაში სამი ეკლესიისა და სამი სასტუმროს აფეთქების შედეგად სულ მცირე 138 ადამიანი დაიღუპა და 560 დაშავდა. აფეთქება კვირას დილით  მოხდა, როცა ეკლესიებში სააღდგომო მსახურება მიმდინარეობდა.

აფეთქება ერთდროულად სამ ქალაქში კოლომბოში, ნეგომბოში და ბატიკალოაში მოხდა.

CNN-ის ინფორმაციით, კოლომბოში დაღუპულებს შორის სულ მცირე 9 უცხოელია.

შრი ლანკას პრეზიდენტი მაითრიპალა სირისენა გმობს აფეთქებებს და მოუწოდებს სამართალდამცავებს მიმართონ ყველა კანონიერ გზას წესრიგის შესანარჩუნებლად.

შრი ლანკაში სკოლები უსაფრთხოების მიზნით ორი დღით დაიკეტა.

კომენტარები