ზელენსკის არჩევა უკრაინაში აჩვენებს იმას, რომ ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში ამომრჩეველს, ხალხს აქვს ძალიან მობეზრებული კორუფცია, უძრაობა, რომელშიც არის ჩაფლული ქვეყანა. ჩვენ ვნახეთ რა მოხდა სომხეთში, რა მოხდა უკრაინაში... ეს არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პროტესტის ხმა, რაც ჩვენ გავიგეთ გუშინ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მე ვფიქრობ, რომ დიახ, საქართველოშიც შემდეგ არჩევნებზე ეს პროტესტის ხმა ესტაბლიშმენტის, ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ, იქნება ძალიან ხმამაღალი და თავის პოლიტიკურ შედეგს მოიტანს.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
სამადაშვილი უკრაინაზე: ჩვენთანაც იქნება პროტესტის ხმა ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ
tbl.ge/3n04
დაკოპირდა

საქართველოს პარლამენტის წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძროაბიდან", სალომე სამადაშვილი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. ამ დროისთვის არსებული მონაცმებით, ვოლოდიმირ ზელენსკის ხმების 73.19% აქვს, ხოლო პეტრო პოროშენკოს - 24.48%.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებიუკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2019უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიპეტრო პოროშენკოვოლოდიმირ ზელენსკისალომე სამადაშვილიენმერთიანი ნაციონალური მოძრაობაუკრაინა
ამავე თემაზე
- ხმების 100% დათვლილია - უკრაინის ახალ პრეზიდენტად 73.22%-ით ვოლოდიმირ ზელენსკი აირჩიეს
- პესკოვი: პუტინის მიერ ზელენსკისთვის მილოცვაზე და ერთად მუშაობაზე საუბარი ნაადრევია
- "თქვენი მოლოცვების გარეშეც გავალთ ფონს" - ზელენსკის გუნდი იანუკოვიჩის მილოცვას პასუხობს
- უკრაინის არჩევნები: ხმების 94.46% დათვლილია - ზელენსკი 73.19%, პოროშენკო 24.48%
- ზელენსკი: #1 ამოცანა რუსეთიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ტყვეების დაბრუნებაა