ვლადიმერ ხომერიკი

რუსი და ქართველი ხალხის ერთობის ფონდის ხელმძღვანელს გორში შეძახილებით და სტვენით დახვდნენ

რუსთავი2

"რუსი და ქართველი ხალხის ერთობის ფონდის" ხელმძღვანელს, ვლადიმირ ხომერიკს გორში, ადგილობრივი საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები და აქტივისტები შეძახილებით და სტვენით დახვდნენ. 

ხომერიკი არასამთავრობო ორგანიზაცია "მეგობრობა და სამართლიანობის" ორგანიზებულ შეხვედრაზე დასასწრებად ჩამოვიდა. 

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ზურაბ მეზვრიშვილის თქმით, შეხვედრის მიზანია, ხალხს რუსეთთან კეთილმეზობლობაზე ესაუბრონ.

"რამხელა აჟიოტაჟია, მე ქართველი კაცი ვარ და ჩამოვედო საქართველოში. რა პრობლემაა? პუტინის შვილი ვარ? ოკუპანტი ვარ თუ რაშია საქმე? არცერთს არ გაგიკეთებიათ იმდენი, რაც მე გავაკეთე, მე სპორტის ოსტატი ვარ გენაცვალე და ბოქსიორიც ვარ და მეცნიერიც ვარ და საქართველოს სახელს ვადიდებ. აკადემიკოსიც ვარ და დოკტორიც ვარ",- უთხრა ხომერიკმა პროტესტისთვის შეკრებილ ადამიანებს. 


ფოტო: რუსთავი2

მოგვიანებით, კინოთეატრ "გამარჯვების" წინ, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა, აქტივისტებმა პუტინის სურათები დაწვეს.

კომენტარები