გორში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევიდან რუსმა ოკუპანტებმა მამაკაცი გაიტაცეს. გატაცების ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულის ოჯახს დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები არ დაკავშირებიან.
როგორც ტაბულას სუს-ში უთხრეს, "მამაკაცი ე.წ საზღვრის უკანონო კვეთისთვის არის დაკავებული, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია".