გიორგი ქობულია

ბესელია ქობულიაზე: პრინციპული პოზიციის ქონა მმართველ პარტიაში დამშვიდობების მიზეზი ხდება

ტაბულა

ეკა ბესელიას თქმით, მმართველ გუნდში პრინციპული პოზიციის ქონა და მისი დაცვა პარტიიდან გაშვების მიზეზი ხდება. 

ბესელიამ ეს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას თქვა.

"მეც და სხვებსაც გვქონდა ინფორმაცია მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ და ეს ინფორმაცია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა გარეთ. იყო გარკვეული საკითხებზე, რაზეც იყო განსხვავებული პოზიციის მატარებელი. უკვე ტენდენციად იქცა, რომ ის, ვინც ცდილობს, ჰქონდეს საკუთარი პრინციპული მოსაზრება და დაიცვას პოზიცია, მმართველ პარტიაში ეს ხდება დამშვიდობების მიზეზი. შესაძლოა, ზოგი ვითომ იღებს გადაწყვეტილებას, ზოგის მიმართ შესაბამისმა პასუხისმგებელია პირმა მიიღეს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის ტენდენცია ჩანს, რომ მორჩილება მმართველი პარტიაში თანამდებობაზე ყოფნისერთ-ერთი განმსაზღვრელი ხდება. ის, რომ ოცნების თავმჯდომარე ვერ ეგუება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, ადრე ასატანი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში, ჩვენ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკმაოდ მტკივნეულად აღიქმება", - თქვა ბესელიამ. 

ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ დატოვა, რაც ყოფილ თანაგუნდელებთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ კანონპროექტზე ვერ შეთანხმდა. 

ინფორმაცია, რომ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ თანამდებობა დატოვა, ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა

ტელევიზიაში ამბობენ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმინისტრმა მიიღო.

"მაგასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერმინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ მიმართოთ", - ამბობს ქობულია, იმედის ინფორმაციით.

ტაბულამ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროში გადაამოწმა. პრესსამსახურში ამბობენ, რომ "ამ ეტაპზე ასეთ ინფორმაციას არ ფლობენ" და არ გვიდასტურებენ. 

კომენტარები