რუსეთი

სტალინის შვილთაშვილი მორალურად მახინჯებს ეძახის მათ, ვინც მის რეპრესიებს ამართლებს

საბჭოთა ლიდერის, იოსებ სტალინის, შვილთაშვილი იაკობ ჯუღაშვილი მორალურად მახინჯებად და დეგენერატებად მოიხსენიებს მათ, ვინც მისი დიდი ბაბუის რეპრესიებს ამართლებს. 

ჯუღაშვილმა ამის შესახებ რადიოსადგურში Говорит Москва ისაუბრა. 

სტალინის შვილთაშვილ ლევადა-ცენტრის მიერ რუსეთში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით დაუსვეს კითხვა, რომლის მიხედვითაც სტალინის ისტორიულ როლს დადებითად 70% აფასებს, რაც ისტორიული რეკორდია. ამავე კვლევის მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის 46% სტალინის რეჟიმის მსხვერპლების რაოდენობას გამართლებულად მიიჩნევს. 

"რა გამოდის ამ ფორმულირებიდან? ალბათ, ის, რომ 46% დანაშაულს ნორმალურ მოვლენად თვლის. აი, ანტისტალინურმა და ანტისაბჭოთა ტყუილმა მოსახლეობის ნაწილი მორალურად მახინჯებად და დეგენერატებად აქცია, რომლებიც გულწრფელად თვლიან, რომ დიადი მიზნები დანაშაულის ჩადენის გზით მიიღწევა მათ მიერ, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, რომ დანაშაულს ებრძოლოს, ანუ ხელისუფლების მიერ. აი, ეს არის ჩემთვის უმთავრესი ამ ახალი ამბიდან,"- ამბობს ჯუღაშვილი. 

სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ლევადა-ცენტრის მიერ რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, საბჭოთა ლიდერის როლს დადებითად რუსეთის 70% აფასებს (52% მეტნაკლებად დადებიტად აფასებს, ხოლო 18% - აბსოლუტურად დადებითად). რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 19% აფასებს მას უარყოფითად (14% - მეტნაკლებად უარყოფითად, 5% - აბსოლუტურად უარყოფითად). 

პასუხის გაცემაზე უარი 11%-მა განაცხადა. 

რუსული მედიის ცნობით, ეს სტალინისადმი დადებითი შეფასების ისტორიული რეკორდია. 2000-იანი წლების დასაწყისში მათი რიცხვი, ვინც სტალინს დადებითად ან უარყოფითად აფასებდა, თითქმის ტოლი იყო. 

2008-2014 წლებში საბჭოთა ლიდერის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება გაიზარდა. 2015 წლიდან კი ნელნელა იკლებს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სტალინს ნეიტრალურად ან უარყოფითად აფასებენ.

კომენტარები