მდინარაძის და შავგულიძის დებატები

ჯანგირაშვილი: ვუყურებ შავგულიძის და მდინარაძის დებატებს და თავი სიზმარში მგონია

ვუყურებ შალვა შავგულიძის და მამუკა მდინარაძის დებატებს და თავი სიზმარში მგონია. მდინარაძე, რომლის არსებობის შესახებ საერთოდ 2016 წელს გავიგეთ, შალვა შავგულიძეს ურჩევს საქმეს, რომ არასწორად აწარმოა გირგვლიანის საქმე სასამართლოში. მერე რა რომ სტრასბურგი მოიგეო, ეგ შემთხვევით მოხდაო. მგონი ახალი ტაქტიკა აქვს საქოცეთს – უტიფრობით გაგვაოგნონ და დაგვადუმონ.

ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი შალვა შავგულიძისა და მამუკა მდინარაძის დებატების შესახებ, სანდრო გირგვლიანის საქმის შესახებ. ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შალვა შავგულიძემ სანდრო გირგვლიანის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოიგო, რიგი ქმედებები არასწორი იყო.

კომენტარები