პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სამრეკლო ჩამოინგრა - ვიდეო

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად ეკლესიის სამრეკლო ჩამოინგრა.

ვიდეო facebook-ზე გავრცელდა. 

ისტორიულ ტაძარში ცეცხლი დაახლოებით 1 საათის წინ გაჩნდა. bbc-ის ინფორმაციით ცეცხლის გაჩენის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. 

პარიზის მერია მოსახლეობასა და ტურისტებს მოუწოდებს ნოტრ-დამის მიმდებარე ტერიტორიაზე არ გადაადგილდნენ. ახლო მდებარე შენობებიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა. 

მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი. 

"ემოციებში ვარ. ძალიან სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორ იწვის შენი ნაწილი"- წერს ემანუელ მაკრონი twitter-ზე

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. LIVE ვიდეოს სანახავად გადადით აქ. 

კომენტარები