მე საერთოდ არ მესმის რას ნიშნავს ჩრდილოვანი მმართველობის ფორმა, როცა ვსაუბრობთ ბიძინა ივანიშვილზე, იმიტომ რომ ყველას მინდა შევახსენო ვისაც ეს დაავიწყდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქართული ოცნების ფუძემდებელი. მათ შორის როდესაც გვაქვს გარკვეული მდგომარეობები და ჩიხები ჩვენ მიგვიმართავს მისთვის, როგორც პარტიის თავმჯდომარისთვის რჩევისთვის, ან გადაწყვეტილებაში დახმარებისთვის. ამაში არაფერია გასაკვირი და მანამ სანამ ზოგიერთი მოთამაშე ცდილობს რომ ბიძინა ივანიშვილისგან შექმნას გარკვეული ჩრდილოვანი მმართველი თუ ტაბუ დაადოს თემებს, ეს ტაბუები არ გამაჩნია.
tbl.ge/3mf0
დაკოპირდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ჟურნალისტებმა მას შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე ჰკითხეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ტვ იმედის ეთერში დააანონსა. იუსტიციის მინისტრს ჰკითხეს არის თუ არა ეს ჩრდილოვანი, არაფორმალური მმართველობა.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




