მე პირადად ჩემი პროტესტი დღეს ამ ფორმით გამოვხატე, რომ ამ სხდომაში არ მივიღე მონაწილეობა. რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ამ საკითხებზე ძალიან მწვავე დისკუსიას, როდესაც ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე გამოვა. სამწუხაროა, რომ იურიდიული კომიტეტი ასე დემონსტრაციულად არღვევს პროცედურებს, ასე დემონსტრაციულად არღვევს პირობას, რომ ვენეციის კომისიის დასკვნამდე ამ კანონპროექტს არ განიხილავდნენ. ეს ნიშნავს, რომ ხდება ყველაფრის ფასად ხდება კობახიძის კანონპროექტის გატანა, რომელიც მისი აპარატის დაწერილი არ არის რეალურად, ეს არის სწორედ იმ ჯგუფის დაწერილი, ვინც 10-კაციანი სია შეადგინა და მათ ლობირებდა. სამწუხაროა, რომ უმრავლესობას არ ესმის საზოგადოების ის ძალიან დიდი პროტესტი, რომელიც ასეთი უპასუხისმგებლობის გამო ხდება
კობახიძის კანონპროექტი
ბესელია: სამწუხაროა, რომ იურიდიული კომიტეტი ასე დემონსტრაციულად არღვევს პირობას
tbl.ge/3mdr
დაკოპირდა
ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც მმართველმა გუნდმა ირაკლი კობახიძის კანონპროექტს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა. ოპოზიციის წევრები, ყოფილი თანაგუნდელები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ერთხმად მოუწოდებდნენ კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს, დაპირებისამებრ კენჭი არ ეყარათ კანონპროექტისთვის მანამ, სანამ ვენეციის კომისია დასკვნას არ გამოაქვყნებდა, თუმცა ოხანაშვილმა პროტესტი არ გაითვალისწინა.
ამავე თემაზე
- NGO-ები: კობახიძის კანონი გავლენიან ჯგუფს სასურველი გადაწყვეტილების შესაძლებლობას აძლევს
- პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ "კობახიძის კანონპროექტი" მე-3 მოსმენით მიიღო
- ნინო ლომჯარია: ფარული კენჭისყრით მოსამართლეთა ნომინირება ძირს უთხრის ფუნდამენტურ პრინციპს
- ბოკერია "ოცნებას": თქვენ მოახერხეთ, რომ ინაშვილის და მარშანიას გამოსვლების ნაწილს ვეთანხმები
- ინაშვილი "ოცნებას": ნუ დაიცავთ მურუსიძეებს და ჩინჩალაძეებს, ისინი გამოგიტანენ განაჩენს