"კლანი უნდა წავიდეს" - კომიტეტზე კობახიძის კანონპროექტს პროსტესტის ფონზე განიხილავენ

Facebook/ დავით მჟავანაძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის კანონპროექტს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. 

მათ პროტესტის ნიშნად შავი მაისურები, წარწერით "კლანი უნდა წავიდეს" აცვიათ. 

20 მარტს საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად 89 ხმით პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებს.

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ

კომენტარები