ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: ჩვენს შიგნით რა ხდება ჩვენი გადასაწყვეტია. არაფრით არ ეხება ჩვენს მოსახლეობას

გამოდის ისე, რომ თითქოს ჩვენს მოსახლეობას მხოლოდ აინტერესებს რა ხდება ჩვენს პარტიაში. მმართველი პარტიაა, მაგრამ მერე რა, პარტიის შიგნით ნებისმიერ პარტიაში ხდება ხან ძველი წევრების გასვლა, ახლების შემოსვლა და ასე შემდეგ. ეს არის ბუნებრივი პროცესი. თვითონ ის ფაქტი, რომ მთელი კვირები და თვეები და წლებიც დისკუსია მიდის არა იმაზე, თუ როგორ ვუშველოთ სიღარიბეს, უმუშევრობას, ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორ გავამთლიანოთ ქვეყანა, როგორ მოვაგვაროთ პრობლემები, რომლებიც ქვეყნის წინაშე გაგროვდა, ჩვენ დროს ვუთმობთ იმას ვინ გავიდა, ვინ დარჩა და რა ხდება. ამ დროს შეხედეთ, დავფიქრდეთ ერთი წამით რა ხდება თუნდაც ჩვენს მთავარ, ასე ვთქვათ ჯერ კიდევ ოპოზიციურ პარტიად წოდებულ მოძრაობაში. ჩვენს შიგნით რა ხდება ეს ჩვენს შიგნით მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი საკითხებია. ეს არაფრით არ ეხება ჩვენს მოსახლეობას და მათ ბედს. არაფრით არ უკავშირდება ჩვენი მოსახლეობის ბედს. არანაკლები, და შეიძლება ითქვას, რომ 10-ჯერ უარესი ქაოსი ხდება სხვა პარტიებში.

თქვა პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

კომენტარები