კრინინალი

შსს: მოქალაქეს მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით 2500 ლარი გამოსძალეს

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.გ. და 1996 წელს დაბადებული გ.გ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სოფელ დიღომში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს - დ.ფ.-ს ყოფილი თანამშრომლის ვალის დაბრუნების მოტივით დაუკავშირდნენ და 2 500 ლარის გადახდა მოსთხოვეს, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. გამომძალველებმა მოთხოვნილი ფული დ.ფ.-ს ერთ-ერთი მათგანის მეუღლის ანგარიშზე ჩაარიცხვინეს", - ამბობენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ერთი ბრალდებული გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში, ხოლო მეორე - დაბა ბაკურიანში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები