არჩევნები 2019

ბაქრაძე მარნეულში: არც ადგილობრივი, არც ცენტრალური ხელისუფლება არ აქცევს ხალხს ყურადღებას

ევროპული საქართველო

საარჩევნო ბლოკ ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების წევრი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება ადამიანების პრობლემებს არ აგვარებენ.

ამის შესახებ დეპუტატმა მარნეულის რაიონის სოფელ მეორე ქესალოში თქვა, სადაც მოსახლეობას დღემდე არ მიეწოდება ბუნებრივი აირი.

ბლოკის ინფორმაციით, ადგილობრივებმა თავად შეაგროვეს ბუნებრივი აირის შეყვანის თანხა, გაიყვანეს მილებიც, მაგრამ გაზი დღემდე არ არის გაშვებული.

დავით ბაქრაძესთან და მარნეულის მერობის კანდიდატ აჰმედ იმამკულიევთან ადგილობრივები სხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც საუბრობენ. მათი თქმით, სოფელს სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემაც აწუხებს.

"არავინ, არც ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, არც ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ადამიანებს არ აქვს ყურადღება, არ უგვარებს პრობლემებს და არ ეხმარება, რომ მათ მოაგვარონ წყლის, გაზის და გზების და სხვა ძირითადი პრობლემები. გამოსავალი ამ ყველაფრიდან რა თქმა უნდა არის ხელისუფლების შეცვლაში და თითოეულმა მარნეულელმა უნდა იცოდეს, რომ მომავალი მერის არჩევნები არის მათი საშუალება შეცვალონ ცხოვრება უკეთესისკენ და აირჩიონ ისეთი კანდიდატი, რომელიც მოაგვარებს პრობლემას, გადაწყვეტს მათ გაჭირვებას და წაიყვანს რაიონს წინ", - ამბობს დავით ბაქრაძე.

კომენტარები