Disney

Disney-მ Netflix-ის კონკურენტი პლატფორმა Disney+ შექმნა და ახალი ტელესერიალები დააანონსა

ტომ ჰიდლსტონი ლოკის როლში
Walt Disney Studios

Disney-მ საკუთარი ნაკადოვანი მედია პლატფორმა Disney Plus შექმნა. Disney+ Netflix-ის მსგავსად მომხმარებლებს ვიდეოებს მიაწოდებს, მათ შორის იქნება თავად Disney-ს ახალი ტელესერიალები და სხვა პროდუქცია.

მაგალითად Marvel TV-ს სერიები Marvel-ის კომიქსების ერთ-ერთი პერსონაჟის, ლოკის შესახებ, რომლის როლსაც Marvel-ის ფილმებში ტომ ჰიდლსტონი ასრულებს. გარდა ამისა იგეგმება ტელესერიალი Marvel-ის Scarlet Witch-სა და Vision-ზე, რომელთა როლებს ელიზაბეტ ოლსენი და პოლ ბეტანი ასრულებენ. ასევე ვარსკვლავური ომების ახალი სერიალები Rogue One-ის მსახიობებით.

Disney+-ს აშშ-ში სერიალ The Simpsons-ზე საავტორო უფლებებიც ექნება.

შგახსენებთ, რომ Disney-მ უკანასკნელ პერიოდში შეიძინა კომპანიები 20th Century Fox, Pixar, Marvel და Lucasfilm. კომპანია გეგმავს, რომ მის მიერ გამოშვებული ახალი ფილმები ექსკლუზიურად მათ ახალ ფლატფორმაზე იყო ხელმისაწვდომი. მათ უკვე დაიწყეს საკუთარი პროდუქციის Netflix-დან აღება.

Disney+ აშშ-ში 12 ნოემბრიდან გაეშვება და მისი ანგარიშის ფლობა თვეში 6.99 აშშ დოლარად იქნება შესაძლებელი. კომპანიას სხვა ბაზრების შესახებ დეტალები ჯერ არ გაუსაჯაროებია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პლატფორმები შექმნეს Amazon-მა და Apple-მაც.

კომენტარები