ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ემეგობრე

შეცვალე ფული მეგობრობით - საქართველოს კარიტასმა მიუსაფარ ბავშვთა დღე გამოფენით აღნიშნა

შაბათი, 13 აპრილი, 2019 - 16:25
მაშო ხატოევა
tbl.ge/3mdf
დაკოპირდა

18 წლის მაშო ხატოევა ცდილობს, მიუსაფარ ბავშვებს სრული სოციალიზაციის საშუალება მისცეს.

მაშომ ურთულესი გზა გამოიარა, დღეს კი სხვა ბავშვებთან კომუნიკაციისას და მუშაობისას ამ წარსულ გამოცდილებას იყენებს.

14 წლის მაშო ოჯახთან ცხოვრობდა. ის სახლიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც დამ მისი გათხოვება გადაწყვიტა. გოგომ ქუჩაში დაახლოებით ერთი კვირა იცხვორა.

მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალა.

“დაუბანელი, ჭუჭყიანი ბავშვი არავის უნდა, ხოდა ყველაზე მეტად ეგ მწყინდა და ახლაც მწყინს ბავშვებს ასე რომ ექცევიან", – ამბობს ის.

მაშო საბოლოოდ პოლიციასთან მივიდა და უთხრა, რომ თავშესაფარი არ გააჩნდა, რის შემდეგაც კარიტასის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანეს, იქვე მიიღო განათლება. 18 წლის ასაკში ის უკვე მოხალისე იყო სადღეღამისო ცენტრში.

ახლა მაშო თანასწორ–განმანათლებელია და კარიტასში მუშაობს.  

კარიტასი 12 წელია მიუსაფარ ბავშვებთან მუშაობს. მათვე წამოიწყეს სოციალური კამპანია #ემეგობრე. კამპანიის მიზანია დაანგრიოს ბარიერები, რომელიც ქუჩასთან კავშირში მყოფ ბავშვებსა და საზოგადოების სხვა დანარჩენ წევრებს შოორის არსებობს. მისი მთავარი მოწოდებაა “შეცვალე ფული მეგობრობით". 

როგორც ამ კამპანიის ორგანიზატორი, სოფიო ფოცხვერაშვილი განგვიმარტავს, როდესაც ქუჩაში მიუსაფარ ბავშვს დავინახავთ, მას ფულის ნაცვლად ხელი უნდა გავუწოდოთ.

“ფული არ უნდა მივცეთ ბავშვებს, იმიტო რომ ის არამიზნობრივად იხარჯება, ბავშვები ხშირ შემთხვევაში ფულის მოძიების გზის იარაღები ხდებიან ან თვითონვე უჩნდებათ ქუჩასთან დამოკიდებულება. ჩვენ მათ უნდა შევთავაზოთ ემოცია, ბავშვს არ ჭირდება ფული, ისევე როგორც დათუნიას არ ჭირდება,”– ამბობს ის.

დათუნია კამპანიის სახეა, ხოლო სიმბოლურად, თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე ორი დათუნიაა განთავსებული.

სოფიო ფიქრობს, რომ ბავშვებს ჩვენი ყურადღება, ენერგია, სითბო და დაინტერესება ჭრდებათ. იმავე აზრზეა მაშოც.

“ამ ბავშვს უნდა ვემეგობროთ, გავუწოდოთ ხელი და არა ფული, ვეთამაშოთ, სახელი ვკითხოთ, მოვეფეროთ და ასე შემდეგ. ეგ არის მთავარი.”

განათლების სამინისტროს აქვს ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა მიუსაფარი ბავშვებისთის. ის დღის ცენტრებსა და სადღეღამისო თავშესაფრებში ხორციელდება, რომლებიც თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მდებარეობს. პროგრამის მიზანი როგორც მიუსაფარი ბავშვების სკოლაში და ფორმალურ განათლების სისტემაში ჩარიცხვა, ასევე ჩარიცხულებისთვის მხარდაჭრაა, რადგან, ხშირ შემთხვევაში, პრობლემების გამო, რომელიც ბავშვს თანატოლების საზოგადოებაში და აკადემიურ პროცესებში ჩართვაში უშლის ხელს, ისინი ვერ ასრულებენ სავალდებულო ზოგად განათლებას.

“ვფიქრობ, ეს სერვისი უწყებათა შორის და სექტორთა შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია საქართველოში. ამ სერვისის განხორციელებაში ჩართული არის სამინისტროები, პირველ რიგში ჯანდაცვის და განათლების სამინისტრო. არასამთავრობო სექტორი ანხორციელებს ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამას. ასევე ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი. არასაერთშორისო ორგანიზაციებიც მუდმივ მხარდაჭერას გვიცხადებენ, სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა კომპონენტებში მუდმივად ჩვენს გვერდით არიან და ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ.

შედეგები გვაქვს, უბრალოდ ეს არის ზღვაში წვეთი, რა გამოწვევების წინაშეც ვდგავართ,” - ამბობს ლელა გაფრინდაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის “განათლების მეორე შესაძლებლობა” კოორდინატორი.

გუშინ, 12 აპრილს მიუსაფარ ბავშვთა საერთაშორისო დღე იყო, ამასთან დაკავშირებით ახალ მზიურში მოეწყო გამოფენა “გაიცანი და ემეგობრე.”

“გამოფენის მთავარი ხაზი არის ბავშვების თვალები და ბავშვების ხმებით მოყოლილი ისტორიები. თავიანთი ისტორიები, როგორ მოხვდნენ ქუჩაში, რას აკეთებდნენ, როგორ შოულობდნენ ფულს, რაში ხარჯავდნენ ამ ფულს, დღეს სად არიან და რა უნდათ მომავალში,” – გვეუბნება სოფიო.

ემეგობრემიუსაფარი ბავშვებიკარიტასიშეცვალე ფული მეგობრობით

კომენტარები

ბოლო სიახლეები

კობახიძემ მერაბ ტურავა ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა
პარასკევი, 26 ივნისი, 2026 - 10:58

კობახიძემ მერაბ ტურავა ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა

"მიისაკუთრეს 242 000 ლარი" – 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ ძებნა გამოცხადდა
პარასკევი, 26 ივნისი, 2026 - 10:43

"მიისაკუთრეს 242 000 ლარი" – 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ ძებნა გამოცხადდა

ირანის გაფრთხილების შემდეგ ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემი ჭურვმა დააზიანა
პარასკევი, 26 ივნისი, 2026 - 01:12

ირანის გაფრთხილების შემდეგ ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემი ჭურვმა დააზიანა

მაკრონი: აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ ნეიტრალური შუამავალი აღარ იქნება
პარასკევი, 26 ივნისი, 2026 - 00:16

მაკრონი: აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ ნეიტრალური შუამავალი აღარ იქნება

საგარეო რეზოლუციაზე: არ ემყარება ობიექტურ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 23:26

საგარეო რეზოლუციაზე: არ ემყარება ობიექტურ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს

ყველაზე კითხვადი

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
1Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
2ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია, სასჯელისგან გათავისუფლდება
3Крымский ветер: აშშ-ს სადაზვერვო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენა შეასრულა
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

ხამენეი თვითმარქვია ავტორიტეტია და შიიტს მისი მორჩილება არ მოეთხოვება
სარდური ურარტაძე
ხამენეი თვითმარქვია ავტორიტეტია და შიიტს მისი მორჩილება არ მოეთხოვება
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში