სანდრო გირგვლიანის საქმე

კობახიძე: გირგვლიანის საქმეზე მურუსიძის პასუხისმგებლობა არის ის, რომ მან მანტია არ გაიხადა

როდესაც არის მსჯელობა მურუსიძეზე, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა გირგვლიანის საქმეზე.  როდესაც ჰქონდა შეხვედრა ამ თემაზე კონკრეტულ სუბიექტებთან, ბოლოს უთხრეს, რომ მანტია რატომ არ გაიხადეო, ანუ გმირობის მეტი ვერაფერი მოსთხოვეს. იურიდიულად სხვა შანსი არ ჰქონდა მას ამ საქმესთან დაკავშირებით და გმირობაზე რომ არ იყო აქ საუბარი, პირდაპირ თქვა ეს ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც განაცხადა, რომ ილუზიაც კი არ აქვს მას იმის, რომ გმირობა რომ ყოფილიყო საჭირო - ჩაიდენდა, რადგან სისტემა იყო ასეთი.

მურუსიძის პასუხისმგებლობა არის ის, რომ მან მანტია არ გაიხადა გირგვლიანის საქმის განხილვის დროს. ეს უმაღლესი მორალური სტანდარტი იქნებოდა, თუმცა იყო უმძიმესი რეჟიმი, სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ მათ შორის მუქარის, შანტაჟის და ათასი სიბინძურე გამოიყენებოდა, რომ დაეშინებინათ ხალხი - მოსამართლეებიც.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი."

კომენტარები