უკრაინის რეფორმები საზღვარგარეთისთვის არ უნდა ჩატარდეს. აი, დღეს ვუყურებ, მაკრონი [საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელსაც დღეს უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა] უმტკიცებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომ ის მათ დაელაპარაკება. არაა საჭირო არავისთან მოლაპარაკება. უკრაინაში რეფორმები საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის არ უნდა განხორციელდეს. მე კარგად ვიცნობ ამ სტრუქტურებს და მინდა, გითხრათ, რომ კი, ევროპელებს სურთ, რომ უკრაინა არსებობდეს, რომ ის იყოს წარმატებული, თუმცა რაღაც ჩარჩოების ფარგლებში. ძალიან წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, თავს ნუ მოვიტყუებთ, ისევე, როგროც არავის სჭირდება ძალიან წარმატებული საქართველო. ყოველთვის ყველას, მათ შორის, დასავლურ ქვეყნებს... ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს ვლადიმერ პუტინი, რომელსაც უკრაინა საერთოდ არ სჭირდება, ვისთვისაც უკრაინა ანაქრონიზმია, ვერ ხვდება, რატომაა, რისთვისაა ეს ქვეყანა. მეორე მხრივ კი, არის დასავლეთი, რომელსაც ასევე კოლონიალური მიდგომები აქვს, რომ კი, იყოს უკრაინა, არსებობდეს, ოღონდ სადღაც კუთხეში. მათ უკრაინა სჭირდებათ, როგორც სამუშაო ძალა
მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილი: ერთ მხარეს პუტინია, მეორე მხარეს კი დასავლეთი ასევე კოლონიალური მიდგომებით
tbl.ge/3m8v
დაკოპირდა

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, ამის შესახებ ვარშავაში უკრაინელებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




