შსს

შსს-მ ე.წ კანონიერი ქურდი დააკავა, რომელიც ერთერთი ზესტაფონელი მეწარმისგან წილს ითხოვდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზესტაფონში ე.წ კანონიერი ქურდი, წარსულში ნასამართლევი, 1983 წელს დაბადებული ჩ.ქ. დააკავა. 

შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჩ.ქ. ზესტაფონში ერთერთ მეწარმეს თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, "ქურდული გარჩევის" გზით ე.წ კანონიერი ქურდების სასარგებლოდ ბიზნესსაქმიანობიდან გარკვეული წილის დათმობას აიძულებდა. 

შსს-ის ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას "ტტ"-ს მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც "ქურდული სამყაროს" წევრობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. 

კომენტარები