ტარიელ ონიანი

ე.წ კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი რუსეთში ციხის დატოვების დროს ისევ დააკავეს

RIA.RU

პატიმრობიდან გათავისუფლებული ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი მალევე დააკავეს. ამის შესახებ ria წერს. 

რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სოლ-ილეცკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწემ ლინიზა შევჩუკმა თქვა. 

"ონიანი კოლონიის კარებთანვე დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში 40 დღეს გაატარებს"- ამბობს შევჩუკი. 

2006 წელს ესპანეთის პროკურატურამ ტარიელ ონიანი ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნო და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. სწორედ ამ საქმეს უკავშირდება მისი დაპატიმრება. 

მედიის ინფორმაციით, 40-დღიანი პატიმრობის შემდეგ ონიანს რუსეთის ტერიტორიას დაატოვებინებენ.

ტარიელ ონიანმა რუსეთის მკაცრი რეჟიმის კოლონია "შავ დელფინში" 10 წელი გაატარა და გუშინ, სასამართლოს გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს. 

კომენტარები