დირკ ნოვიცკის კარიერის დასასრული

დირკ ნოვიცკის უკანასკნელი საშინაო მატჩი დალასში (ვიდეო)

ლეგენდარულმა კალათბურთელმა დირკ ნოვიცკიმ "დალასის" მაისურით უკანასკნელი საშინაო მატჩი "ფინიქს სანსთან" ჩაატარა. 40 წლის გერმანელის გუნდმა მატჩი 120:109, მან კი, 30 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

ნოვიცკის NBA-ში 21 სეზონი აქვს ჩატარებული. მან "დალასთან" ერთად ჩემპიონობა 2011 წელს მოიპოვა. გერმანელს All Star-ის მატჩებში 14-ჯერ უთამაშია.

დირკ ნოვიცკი საკალათბურთო კარიერას ხვალ ოფიციალურად დაასრულებს.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=H32KJ0jhx-E]

 

კომენტარები