TI-ის კვლევა: 44% "ერთმორწმუნე მეზობელთან"კეთილმეზობლური ურთიერთობის მომხრეა

რუსეთის სალეჩო ტალინში
Tass

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 16% მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება არის პრორუსული. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი - 41% ფიქრობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, რუსეთთან და ევროპასთან ერთნაირად კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, მოსახლეობის 27%-ის აზრით, კი ხელისუფლება პროდასავლურია.

რაც შეეხება რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას, მოსახლეობის აზრი თითქმის თანაბრად არის გაყოფილი. გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს ოკუპანტი და მასთან არ უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, სანამ არ მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია. გამოკითხულთა 44%-ის აზრით კი, რუსეთი საქართველოს მეზობელი, ერთმორწმუნე სახელმწიფოა, რომელთანაც ისტორიულად ბევრი საერთო ფასეულობა გვაკავშირებს და მიუხედავად ოკუპაციისა, მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა გვქონდეს.

კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"  დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. გამოიკითხა 2087 ადამიანი; ცდომილების ზღვარი +- 2.3% პუნქტის ფარგლებშია.  

კომენტარები