ივანიშვილის წერილი

კაპანაძე ივანიშვილის წერილზე: გაკოტრებული ხელისუფლების გზავნილია

ეს არის გზავნილი, რომელსაც ივანიშვილი გამოიყენებს შუალედურ არჩევნებზე კამპანიაში. იცით რა პრობლემები შეიძლება იყო, მაგრამ წინ ხომ მივდივართ ნელ-ნელა, ყველაფერი ჩვენი ბრალი არ არის და მოგვეცით კიდევ ერთი შანსი. ეს როგორც წესი არის გაკოტრებული ხელისუფლების გზავნილი, რომელიც ახალს ვერაფერს ვერ სთავაზობს მოსახლეობას და სთავაზობს მოთმინებას. ასეთი გზავნილი ჰქონდა შევარდნაძეს „სტაბილურობიდან კეთილდღეობამდე" რომ იყო, ცნობილი ლოზუნგი, ვეღარ სთავაზობდა ვერანაირ განვითარებას და ამბობდა, რომ სტაბილურობაა ახლა რაც გვჭირდება და შემდეგი იქნება კეთილდღეობა. დაახლოებით იგივე რეჟიმშია ახლა ივანიშვილი, ეს არჩევნებიც მისთვის 2020 წლისთვის მოსამაზადებელი ეტაპია.

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ტვ პირველის ეთერში ბიძინა ივანიშვილის წერილის შესახებ საუბრობს.

კომენტარები