ივანიშვილის წერილი

ბაქრაძე: მიუხედავად წერილებისა, ხალხი 2020-ში ოცნებას არჩევნების გზით დაემშვიდობება

საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება და ზიზღის და გათიშულობის დამკვიდრება, ქვეყნის ეკონომიკური უკუსვლა, შეუსრულებელი დაპირებები, ტყუილი, ხალხში ნიჰილიზმის და უიმედობის განცდის დანერგვა, ეს ყველაფერი არის სწორედ ქართული ოცნების და მათ შორის ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი და მათი საფირმო ნიშანია. ამიტომ ამ ყველაფრის შეცვლას წერილების წერა კი არ სჭირდება, არჩევნების გზით ქართული ოცნების სახლში გაშვება არის გამოსავალი რომელიც დაასრულებს ეკონომიკურ უკუსვლასაც და ტყუილი დაპირებების ეპოქასაც. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის რამაც იმუშავა 2012-ში, აღარ იმუშავებს 2020-ში და ქართველი ხალხი მიუხედავად წერილებისა და ასეთი განცხადებებისა ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობება ქართულ ოცნებას არჩევნების გზით.

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე ბიძინა ივანიშვილის წერილის შესახებ.

კომენტარები