ივანიშვილის წერილი

უგულავა ივანიშვილის წერილზე: დეგრადირებული მმართველის უტიფარი ტირადაა

ვეთანხმები ივანიშვილს - ეშმაკი ყოფს! და ვინ, თუ არა თვითონ, ღვარძლით, ბოღმითა და შურისძიებით დაყო ქვეყანა. გააჩინა ამოუვსები ნაპრალები საზოგადოებაში. მთავარი ეშმაკის ფეხი თავადაა!

ვეთანხმები ივანიშვილს, რომ "ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსშია." ძლივს აღიარა! მაგრამ ჰოი საოცრებავ - ყველა მთავრობის ბრალია ეს და ყველაზე ნაკლებად თურმე ამ ბედოვლათების, ვინც ბოლო 7 წელია მართავს ქვეყანას.

ვეთანხმები ივანიშვილს, რომ პირველი ოქტომბერი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქვეყნის ისტორიაში. მაგრამ როცა მას 9 აპრილს ადარებ, თან ისე რომ ვარდების რევოლუციას არ ახსენებ, უბრალოდ, მეწვრილმანე მატყუარა ხარ. არ დარდება ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება საბჭოთა კავშირიდან, ერთი პარტიის მეორეზე გამარჯვებასთან. 
უბრალოდ ამაზრზენია ივანიშვილის მხრიდან 9 აპრილზე საუბარი, მაშინ როცა ის 1989 წელის მერე რუსეთის და არა საქართველოს მოქალაქე გახდა და "ვიგოვორის" გაადვილებისთვის 
ბიძინას ნაცვლად პასპორტში ბორისი ჩაიწერა.
მოკლედ - დეგრადირებული მმართველის უტიფარი ტირადაა
პ.ს. შიშს დიდი თვალები აქვს

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებულ წერილზე.

კომენტარები