დღეს, 7 აპრილს თბილისის დროით 21:37 საათზე, ონთან 3.9 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაცია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრმა გაავრცელა.
ეს 7 აპრილს მომხდარი მეორე მიწისძვრაა. დღის პირველ ნახევარში, 12:27 საათზე 4.6 მაგნიტუდის მიწისძვრა დედოფლისწყაროში მოხდა. ეპიცენტრი სოფელი ზემო ქედი იყო.