გატაცება იტალიაში

იტალიაში ფეხბურთელი მოედნიდან ვერტმფრენით გაიტაცეს (ვიდეო)

იტალიაში, სიცილიის სამოყვარულო ჩემპიონატში, ვიაგრანდესა და ნებროდის მატჩის დროს მინდორზე ვერტმფრენი დაეშვა, საიდანაც შეიარაღებული ადამიანები გადმოვიდნენ და მასპინძელთა 55 წლის ფეხბურთელი ინიაციო ბარბაგალო გაიტაცეს. მათ ვეტერან მოთამაშეს ხელები გადაუგრიხეს და ვერტმფრენში ძალის გამოყენებით ჩასვეს.

ამ ფაქტმა გულშემატკივრები გააკვირვა და შეაშინა, მაგრამ საბოლოოდ, ეს ფეხბურთელის ხუმრობა აღმოჩნდა. ბარბაგალოს კარიერის უკანასკნელი მატჩი ჰქონდა და მისი გატაცება წინასწარ დადგმული იყო.

ამ ხუმრობის გამო, ფეხბურთელი 200 ევროთი და 2-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

კომენტარები