ნატო

ნატო საქართველოსა და უკრაინაში უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის გაზრდაზე შეთანხმდა

იენს სტოლტენბერგი

NATO-ს დაარსების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვაშინგტონში გამართულ მინისტერილაზე ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდენენ, რომ ალიანსის სიტუაციური ცნობიერების ამაღლებას გააუმჯობესებდნენ შავი ზღვის რეგიონში და გააძლიერებენ პარტნიორი ქვეყნების - საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას.

"ჩვენ შევათანხმეთ პაკეტი სიტუაციური ინფორმირებულობის ამაღლებისა და უკრაინისა და საქართველოსადმი ჩვენი მხარდაჭერის გაფართხოების შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვაო ძალების და სანაპირო დაცვის წვრთნები, ვიზიტები პორტებში და სწავლებები, ინფორმაციის გაცვლა. ეს დაეფუძნება ჩვენს უკვე არსებულ ახლო თანამშრომლობას",- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, საქართველო და უკრაინა სუვერენული სახელმწიფოები არიან სუვერენული უფლებით, აირჩიონ თავაინთი გზა.

გენერალური მდივნის თქმით, ამჟამად ნატოს ერთ-ერთი ჯგუფი შავ ზღავში პატრულირებს და უკრიანულ და ქართულ გემებთან ერთად ატარებს წვრთნებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ ყოფნას ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში,“ - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა. 

შეხვედრაზე ავრანეთსა და ერაყში ტერორიზმთან ბრძოლასთან ერთად, ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობებზე. მისი თქმით, ევროპაში ახალი ბირთვული იარაღის განვითარებით რუსეთი INF შეთანხმებას არღვევს და შავ ზღავში აგრესიულ ქმედებებს ჩადის.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე. მისი თქმით, რუსეთმა ძალის გამოყენებით უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია და რეგიონში დღესაც აგრძელებს სამხედრო ძალის განვითარებას. სტოლტენბერგმა ასევე მოუწოდა რუსეთს, გაათავისუფლოს აზოვის ზღვაში დაკავებული უკრიანელი მეზღავურები. 

კომენტარები