ნატო

აპატურაის განცხადებით საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ ”საქართველო ალიანსის ძალიან ახლო პარტნიორია და ჩვენ აუცილებლად გავხდით მას ნატო-ს წევრად”

"კიდევ ერთხელ ვადასტურებ ნატოს სურვილს, საქართველო ალიანსის წევრი გახდეს. საქართველოს მომავალი ნატო-ში განისაზღვრება ავღანეთში თქვენი წვლილის შეტანით. ნატო-ს სახელით გამოვთქვამ მწუხარებას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების გამო. განსაკუთრებით ახლახან დაღუპული ჯარისკაცის გამო და აგრეთვე მათ გამო, ვინც თავი გასწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში", - აცხადებს აპატურაი.

ივანიშვილს  ნატოს სახელით მან პირადად მიულოცა გამარჯვება და აღნიშნა, რომ მომავალ პრემიერის მთავრობა კვლავ გააგრძელებს ნატოსკენ სწრაფვასა და ავღანეთის მისიაში მონაწილეობას. მან განვლილ საპარლამენტო არჩევნებსა და ხელისუფლების გადაცემის პროცესს წარმატებული უწოდა.

 

 

 

 

კომენტარები