ჩიკაგო

ჩიკაგოს მერად შავკანიანი, ლესბოსელი ქალი აირჩიეს

ჩიკაგოში ისტორიული არჩევნები ჩატარდა. ქალაქის მერი შავკანიანი ქალი გახდა. ამის შესახებ BBC წერს. 

56 წლის ლორი ლაითფუტი ყოფილი ფედერალური პროკურორია, რომელიც აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილა ჩართული. 

ის მერობისთვის 13 სხვა კანდიდატთან ერთად იბრძოდა, თუმცა, დამაჯერებლად, 74 პროცენტით გაიმარჯვა. 

ამასთან ერთად, ლორი ჩიკაგოს პირველი ლესბოსელი მერია. მან გამარჯვება, ტრიბუნიდან ცოლთან და შვილებთან ერთად იზეიმა. 

"ახლა ტელევიზიით ბევრი გოგო-ბიჭი გვიყურებს და ისინი ხედავენ რაღაც ახალის დასაწყისს"- თქვა ლორიმ შედეგების გამოცხადების შედეგ. 

"ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს: ერთ დღეს, ერთ-ერთი თქვენგანი, შესაძლოა ჩიკაგოს მერი გახდეს!"- დაწერა მან Twitter-ზე

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სან-ფრანცისკოს, ახალ ორლეანსა და ატლანტასაც ჰყავთ შავკანიანი, ქალი მერები. 

კომენტარები