ემზარ კვიციანი

კვიციანი სტალინზე: ჩემს ქართველ გენერალისიმუსს არაპატიოსანი ხალხი ბევრ ტყუილს უგონებს

ქურდულ კანონებს არ ვიცავ. ან კარგად წაიკითხეთ, ან კარგად მოუსმინეთ ჩემს ნათქვამს. მე ვიცავ ჩემს ქართველ ახალგაზრდობას, ვის განადგურებასაც ცდილობენ დღეს ვითომ ქურდული მენტალობისა და ტრადიციების გამო! ბავშვები მშენებლობაზე მუშაობენ და "ლიულკებიდან" ჩამოხსნეს, როდის იყო ქურდები მუშაობდნენ? თქვენ ვის იცავთ, როცა ცდილობთ, მე გამაკრიტიკოთ?

ეხლა რაც შეეხება ჩემს ქართველ გენერალისიმუსს, იმ დროს და იმ პერიოდში რა ცხოვრება და რა ბრძოლაც იყო გადარჩენისთვის, ყველა და ყველაფერი მოიგო ჩემმა ქართველმა სტალინმა! მას არაქართველები და არაპატიოსანი ხალხი ტყუილებს უგონებენ ძალიან ბევრს, მე ეს მწყინს იმიტომ, რომ ქართველი ვარ! სტალინს ებრძვით და არ კითხულობთ, თუ 4 მილიონი დაბეზღება ვინ დაწერა? თქვენმავე წინაპრებმა ხომ არა? ვინც ასე თავგამოდებით ცდილობთ სტალინის დადანაშაულებას??? 

პ.ს. მე ტანკს სტალინის გულისთვისაც ჩაუვარდები და ნებისმიერ ქართველისთვისაც

წერს პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი Facebook-ზე.

კომენტარები