დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

მეუფე პეტრე: ივანიშვილს დეკანოზზე ველაპარაკე, ჩემი მოსაზრებები ძალიან ყურადღებით მოისმინა

ჩემი მხრიდან თითქოს უხერხულიც იქნებოდა, რომ ე.წ ციანიდის საქმეს არ შევხებოდი [ბიძინა ივანიშვილთან საუბრისას]. არც სინდისის წინაშე, არც მამაოს [დეკანოზ გიორგი მამალაძის] წინაშე მართალი არ ვიქნებოდი. იცით ჩემი დამოკიდებულება, რომ რა თქმა უნდა, შარში გაეხვა, როგორც ხელისუფლება, ისე ეკლესია ციანიდის საქმით. შიდა დაპირისპირების გარეთ გამოტანა იყო მაშინ, როდესაც ქორეპისკოპოსის მიერ თავის კათედრაზე დაანონსდა, რომ პატრიარქის წინააღმდეგ დაწყებულია ბრძოლა და სიძეობა არ არის იმუნიტეტი, მას ხელშეუხებლობა ვერ ექნება. შემდეგ სინოდზე არ იქნა განხილული და გარკვეული, თუ რა დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი და შემდეგ 1 თვეში ვიხილეთ მამა გიორგი ციანიდით. რა თქმა უნდა, განცხადებები, რაც ყოფილმა პრემიერმა გააკეთა, აბსოლუტურად არ ვნანობ, რა სახელიც დავარქვი და როგორც შევაფასე მისი განცხადებები... დიახ, ამ ყველაფერზე ვესაუბრე [ივანიშვილს], მე ჩემი ანალიზი, რასთან გვაქვს საქმე და რასთან გვქონდა, რა შეცდომები დავუშვით, მას მოვახსენე. ძალიან ყურადღებით მოისმინა და დანარჩენი, ევროპულ სასამართლოში საქმე წასულია, მსვლელობა მიეცა და ის თავის სათქმელს იტყვის. მე სურვილი მაქვს, რომ მამაო როდესაც განთავისუფლდება (და უდანაშაულო მღვდელი არ უნდა იჯდეს ციხეში, შუამდგომლობა უნდა დააყენოს საპატრიარქომ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პასუხისმგებლობა პირადად კათალიკოს-პატრიარქს ვაკისრებ), ეს საკითხი უნდა განიხილოს სინოდის სხდომაზე, რომელსაც შეთავსებული აქვს საეკლესიო სასამართლოს ფუნქცია 

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" 29 მარტს სამეგრელოში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ მას ე.წ ციანიდის საქმეზეც ესაუბრა

კომენტარები