კვიციანი: ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს

მინდა შევეხო, ერთ ასეთ თემას, რასაც ჰქვია ქურდული ტრადიციები და 223-ე პრიმა მუხლი, რომელიც ახალგაზრდა ქართველების გენოციდისთვის არის გამოგონებული. 5 ახალგაზრდა დაიჭირეს იმის გამო რომ 20-20 თუ 30 ლარი ვიღაცა კანონიერი ქურდის თუ რაღაცას დედას შეუგროვეს. იმისთვის რომ ჩავიდეს თავის შვილთან. ან რა არის ეს ქურდული ტრადიციები? ვინმე დაფიქრებულა ამაზე? ეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, გადმოსულია კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს და ჩვენ კიდევ ამ კავკასიური და ქართულის გამო ციხეში გავუშვათ ყველა და ჩავჯდეთ მაშინ სულ ყველა ციხეში. რაღაცა მართლა მოსაფიქრებელია ამასთან დაკავშირებით. ეს არის სპეციალურად გაკეტებული. გასაგებია, რომ რუსეთს აწყობდა რომ მთელი ქურდული სამყარო წასულიყო დასავლეთში, რომ გაეკონტროლა მთელი ქუჩა დასავლეთში. მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ? ქართველები რა შუაში ვართ?

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები