რეპერის მკვლელობა

ლოს ანჯელესში ამერიკელი რეპერი, Nipsey Hussle მოკლეს

ამერიკელი რეპერი Nipsey Hussle, ლოს ანჯელესში, ტანსაცმლის მაღაზიასთან მოკლეს. ის 33 წლის იყო.

CNN-ის ცნობით, თავდამსხმელმა რამდენჯერმე გაისროლა და ადგილიდან მანქანით მიიმალა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანას ქალი მართავდა.

რეპერი და კიდევ 2 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მრავლობითი ჭრილობის გამო, მუსიკოსის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დანარჩენი ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

აღსანიშნავია, რომ რეპერი Crips-ს ბანდასთან იყო დაკავშირებული.

ერმიას ასგედომმა, იგივე Nipsey Hussle-მ კარიერა 2010 წელს დაიწყო. მას ისეთ ვარსკვლავებთან უმუშავია, როგორიცაა რიანა, Snoop Dogg და სხვები. სადებიუტო ალბომისთვის კი გრემიზეც იყო ნომინირებული.

კომენტარები