შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის სტატისტიკის თანახმად, 2019 წელში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია თურქეთმა (91) და ისრაელმა (81) მოახდინეს. მათ მოსდევს გერმანია (19) და საფრანგეთი (16).
წინა თვეში საქართველოს ყველაზე ნაკლები (1-1) მოქალაქე საბერძნეთმა, პორტუგალიამ, ლიხტენშტეინმა, კანადამ, ისლანდიამ, ირლანდიამ, დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ და აშშ-მა გამოაძევა.