ყველამ თავის თავს უნდა მისცეს შეკითხვა, თუ ვის აწყობდა, ვის აწყობს, აი, ამ სკანდალური თემის [პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების] წამოწევა და კიდევ პროპაგანდისტული დამძიმება იმისა, რაც მართლაც დეპუტატების ერთმანეთთან დაპირისპირებით ისედაც არსებობს. აქედან გამომდინარე, ეს რასაკვირველია დარტყმაა ხელისუფლებაზე და ამ თემის შემოტანა, რასაკვირველია, სუსტ მხარეს წარმოაჩენს, რომ აქამდე ვერ გაიხსნა ეს. ალოგიკურია იმიტომ, რომ მთლიანობაში ხელისუფლების ხელწერაც რომ იყოს ასეთი, რასაც მე არ ვუშვებ, ხელისუფლებისთვის არის ეს პირველ რიგში დამაზიანებელი. თუკი ეკას [ბესელიას] ან ნებისმიერ სხვას თავისი პირადი ცხოვრება აქვს, ეს არავის საქმე არ არის
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება
ვოლსკი: ყველამ თავის თავს უნდა ჰკითხოს, ვის აწყობდა ფარული ჩანაწერების თემის წამოწევა
tbl.ge/3l05
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ტვ პირველისთვის მიცემულ კომენტარში საუბრობს უმრავლესობიდან გასული დეპუტატის, ეკა ბესელიას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიფარული ჩანაწერებიპირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაეკა ბესელიაგია ვოლსკიქართული ოცნებადაპირისპირება ქართულ ოცნებაშიეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება




