ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება

ბესელია ფარულ ჩანაწერებზე: გამოძიებამ დირიჟორი უნდა გამოავლინოს

ჩვენ ვიცით, ვინ არის ამ უკანონო ჩანაწერის ავტორი, ვინ განახორციელა ჩაწერა. ეს სადაო არ არის. ეს განხორციელდა სააკაშვილის პერიოდში, მაგრამ ახლა საუბარია, ვინ დაგეგმა და ვინ არის დირიჟორი, აი, ამ უკანონო კამპანიის და ამ მორალური ტერორის, რომელიც ვერ აღწევს თავის მიზანს და ვერც მიაღწევს, ეს ახლა ცხადზე ცხადია და ამას თქვენ თავადვეც ხედავთ, მაგრამ გამოძიებამ უნდა დაადგინოს არამხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან დღეს იმ ბრალდებით, რომ რაღაცნაირად ჩაერთნენ ამ გაზიარების ერთიან ქსელში და შეიძლება, იქ შემთხვევითაც ვიღაცები მოხვდნენ და მე აქვე მინდა, ვთქვა - ჩემი ამოცანა არ არის, რომ გაუბედურდეს ახლა ოჯახები და ახალგაზრდა გოგონები არიან დაპატიმრებული, ახალგაზრდები არიან. მე ნამდვილად არ მინდა, რომ ეს სიმძიმე ვატარო, რომ ოჯახის ტრაგედია მოყვეს კიდევ, აი, ამ მორალურ ტერორს. მე პრინციპულად მიმაჩნია, რომ კანონიერი და სამართლიანი და ჰუმანურიც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გამოძიება იმ ადამიანების მიმართ, ვისი ბრალეულობაც ნაკლებია ამ ამბავში და მე აქ მექნება ძალიან სამართლიანი პოზიცია, მაგრამ პრინციპულია, რომ გამოძიებამ ამ ვიდეოების გავრცელების დირიჟორი გამოავლინოს - ვინ და რა მიზნით გააკეთა იმიტომ, რომ დანაშაული მიზნისა და მოტივის გარეშე არ არსებობს

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია საუბრობს იმ 16 პირზე, რომელიც მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე გუშინ, 1 თებერვალს დააკავეს

კომენტარები