Skytrax World Airport Awards 2019

თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის აეროპორტების რეიტინგში მე-6 ადგილზეა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის აეროპორტების რეიტინგში მე-6 ადგილზეა. 

TAV Georgia-ს ცნობით, ამ პოზიციას თბილისის აეროპორტი უკვე ზედიზედ მეექვსედ იკავებს. 

დაჯილდოება Skytrax World Airport Awards 2019 ლონდონში გაიმართა. 

მგზავრთა გამოკითხვის შედეგად - ბუდაპეშტის, ტალინის, კიევის ბორისპოლის, ბუქარესტის, ბელგრადის, თბილისის, რიგის, ბრატისლავას ზაგრებისა და სოფიას საერთაშორისო აეროპორტები - 2019 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ.

აღმოსავლეთ ევროპაში აეროპორტების რეიტინგი ასეთია: 

  1. ბუდაპეშტის აეროპორტი
  2. ტალინის აეროპორტი
  3. კიევის ბორისპოლის აეროპორტი
  4. ბუქარესტის აეროპორტი
  5. ბელგრადის აეროპორტი
  6. თბილისის აეროპორტი
  7. რიგის აეროპორტი
  8. ბრატისლავას აეროპორტი
  9. ზაგრების აეროპორტი
  10. სოფიას აეროპორტი

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards“-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ. 

კომენტარები