მაკდონალდსი

მაკდონალდსი თავის რესტორნებში ახალ ტექნოლოგიებს ნერგავს

Digital Agency Network

მაკდონალდსი ტექნოლოგიური კომპანიის შესყიდვას აანონსებს. სწრაფი კვების მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელი Dynamic Yield-ს ყიდულობს. Dynamic Yield ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელის სპეციალიზაცია პერსონალიზებული და ლოგიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობილი ტექნოლოგია არის. Dynamic Yield-ის ტექნოლოგიის გამოყენებით მაკდონალდსი შეძლებს მისი ციფრული drive-thru მენიუ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით შეცვალოს - იქნება ეს ამინდი თუ რესტორანში კლიენტთა რაოდენობა მოცემულ მომენტში.

შეთანხმების მიღწევის შემდეგ Dynamic Yield ავტონომიურ კომპანიად დარჩება და შეეძლება, მისი მფლობელის გარდა სხვა კლიენტებსაც მოემსახუროს.

ამ საქმის დეტალების მცოდნე ადამიანების თქმით, ეს მაკდონალდსს 300 მილიონ დოლარზე მეტი უჯდება, რაც სწრაფი კვების კომპანიისთვის 20 წლის მანძილზე ყველაზე დიდი შენაძენია.

ხელშეკრულების მიზანი რესტორნებში მეტი ტექნოლოგიის დანერგვაა. 2019 წლისთვის კომპანია აშშ-ის 2000 ლოკაციის განახლებისთვის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს.

განახლებები, როგორებიცაა თვითმომსახურების კიოსკები და ელექტრონული მენიუს დაფები, კომპანიის გათვლით, გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს, რაც კლიენტებს უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის. სხვა ინვესტიციები კი, როგორიც არის მაკდონალდსის მობილური აპლიკაცია, კომპანიას მომხმარებელზე მეტი ინფორმაციის მოპოვებაში ეხმარება. ამ ინფორმაციას კი კომპანია მომსახურების გაუმჯობესების მიზნით იყენებს.

2018 წელს Drive thru ტექნოლოგია უკვე დაიტესტა აშშ-ს რამდენიმე რესტორანში. აშშ-ში მეტი ლოკაციების დაფარვა იგეგმება და შემდგომ ამ ტექნოლოგიის საერთაშორისო დონეზე გატანა.

“ამ შენაძენით ჩვენ ვაფართოვებთ ჩვენს შესაძლებლობებს, გავზარდოთ ტექნოლოგიების როლი. ასევე ვზრდით ჩვენი ხედვის იმპლემენტაციის სიჩქარეს, რაც გულისხმობს ჩვენი კლიენტებისათვის პერსონალიზებული გამოცდილების შექმნას,” - აცხადებს მაკდონალდსის აღმასრულებელი დირექტორი.

კომენტარები