შსს

მაღაზია "სმაილის" გაქურდვის ფაქტზე შსს-მ 2 არასრულწლოვანი ამხილა

რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 23 მარტს თბილისში ტექნიკის მაღაზია "სმაილის" გაქურდვის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი პირია მხილებული. 

შსს-ის ინფორმაციით, 2004 წელს დაბადებულმა გ.ვ.-მ და 2002 წელს დაბადებულმა ლ.ა.-მ ჩადენილი დანაშაული აღიარეს, ხოლო მოპარული "ჰოვერდბორდები" ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. 

23 მარტს თბილისში, ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზია "სმაილი" გაქურდეს. სმაილის მაღაზიათა ქსელის კოორდინატორი ვახტანგ მუჯირიშვილი რუსთავი 2-თან საუბრისას ამბობს, რომ მაღაზია უკვე 5-ჯერ გაძარცვეს. მისივე თქმით, ძარცვა ისე სწრაფად ხდება, დაცვა რეაგირებას ვერ ასწრებს, რადგან მძარცველები 30 წამში ახერხებენ მაღაზიიდან ნივთების გატანას. 

ფაქტზე გამოძიება ისანი-სამგროსი სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილებაში დაიწყო. დანაშაული 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებითაა გათვალისწინებული. 

კომენტარები