პრემიერი პარლამენტში

პრემიერი: ჩვენ სიღარიბეს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად მივიჩნევთ

პირადად მე არაერთხელ განვაცხადე, რომ საქართველოს ჰყავს ორი მტერი ეს არის რუსული ოკუპაცია და სიღარიბე. ჩვენ სიღარიბეს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად მივიჩნევთ და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ფოკუსირებულია იმაზე, რომ სიღარიბე დავძლიოთ. დავუბრუნდეთ საერთაშორისო რეიტინგებს. ბიზნესს თურმე საქართველოში ატერორებენ. ქალბატონო სალომე, თუ ეს ასეა, კითხვა აქვს თქვენთან: თუ ეს ასეა, Doing business-ის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-6 ადგილზე როგორ არის, თუ იმის განცდა გაქვთ, რომ მსოფლიო ბანკში ჩავაწყვეთ ეს. რამდენიმე კვირის წინ Fitch-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული რეიტინგი, ეს კარგია თუ ცუდი ბატონო გიგა? ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს წვდომა ექნებათ იაფ კრედიტზე. იმის მაგივრად, რომ არგუმენტებზე დაყრდნობით მსჯელობა მოვისმინოთ და ყველაზე მწვავე კრიტიკაც კი, დავინახეთ ის, რაც დავინახეთ. თუმცა მეც ისევე როგორც საზოგადოების დიდ ნაწილს ასეთი მოლოდინი ჰქონდა ყველაზე ნაკლებად მინდა დავინახო, ქვეყანა ცხოვრობდეს წარსულზე ორიენტირებული დღის წესრიგით. ჩვენ გვსურს, რომ დღის წესრიგი იყოს მომავალზე ორიენტირებული და ორიენტირებული იმაზე, როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და დავძლიოთ ის გამოწვევები.

პრემიერი მამუკა ბახტაძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები